"საქართველო “შავ-თეთრი არ არის “ - თქვენც შეცდომა დაუშვით ბატონო მიშა"
პარტია „კანონის და სამართალის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს:
"ბ.ნო მიშა!!!სიკვდილზე რომ ადამიანები წავლენ და მერე იმ ადამიანებს ეტყვი ბნელ მხარეს ხარო!!!! ვერ არის კარგი საქციელი საქართველო “შავ-თეთრი არ არის “- შეცდომაა ასე ფიქრი და მითუმეტეს ამოთქმა, ნიჭიერ ხალხსაც მოსდით შეცდომები სამწუხაროდ, თქვენც შეცდომა დაუშვით ბ.ნო მიშა!!!
ეს ყვავილები თქვენ ბ.ნ მიშა , ჩემგან პოლიტიკაში ფერის - მრავალფეროვნების შემოტანის სურვილით და ჩემი გააზრებული მიზანმიმართული სვლით!
თქვენი რეფორმების პატივისმცემლად ვრჩები, პოლიტიკაში იმ შეცდომების არ დასაშვებად მოვდივარ , რომელიც იმ დიდ რეფორმებთან ერთად თქვენ დაუშვით (ვითვალისწინებ რუსეთის უშიშროების მიერ “ ჩატარებულ”იმ დროინდელ “ ტროლ- მართალ- ჭორებს” ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ)
მეტი აღარ გავაგრძელებ , რადგან საკუთარ თავს , ხალხს და თქვენ პატივს გცემთ, იმ პირობებში და თქვენს გარშემო მყოფ “ ტროლ დოქსოფულოების “გარემოცვაში (ოკუპანტის მიერ ტერორს ვგულისხმობ) რომ მოახერხეთ სახელმწიფოს შენება!!!
დიახ რეფორმები და სახ.ინსტიტუციების შენება, აღვნიშნე და ყველგან ვამბობ, რომ ეს ასეა, რადგან ხომ გაგიგონიათ: “ უმადური კაცი დასაკლავად გამზადებულ პირუტყვს ჰგავსო”......
ახლა კი , აღარ გავაგრძელებ ოპონირებას არ ვაპირებ, რადგან ქვეყანა “ ცაიტნოტშია”, დასავლეთის მომხრეებში დაპირისპირირება ივანიშვილ- პუტინის გამარჯვებაა! მიკვირს ,თქვენ არ უნდა გესწავლებოდეთ ეს!
ჩემი გულწრფელი მეგობრული რჩევაა, ასე არ თქვათ- “შავ-თეთრი “ არა! შეიძლება მაქედან შავ-თეთრად ჩანს ყველაფერი შორი გზიდან?!
და კიდევ , ბევრი ადამიანი- პოლიტიკოსი მინახავს “ ჭორების მოსმენით” აღელვებული , ( ამას ადამიანების გასაგიჟებლად მოგეხესენებათ , რუსეთი -აკეთებს მუდმივად)რასაც არასწორი ნაბიჯები მოჰყვება როგორც წესი! არ გაიმეოროთ სხვისი შეცდომა, ქვეყნისთვის არ იქნება კარგი, მითუმეტეს არც თქვენთვის!
წინ ფერადი ქვეყნის აღმშენებლობისკენ, ერთად დასავლური ღირებულებებით !
სამშობლოში დაბრუნებას გისურვებთ- ოღონდ შავ-თეთრში არა, გაფერადებულ საქართველოში- ჩვენ ორხმიანი არა, მრავალხმიანობის ქვეყანა ვართ!"- წერს ის.
სიახლეები
- " პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაშია შესაძლებელი"
- "თვითონ ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე, თვითონ ყველაზე მეტად უყვარს ქართველი ახალგაზრდები" - ცოტნე ივანიშვილი ბიძინა ივანიშვილზე
- "ეს არის შეხსენება ყველასთვის, რომ ქართველი ხალხი მუდამ იდგება საკუთარ ღირებულებებზე, რომლებიც ჭეშმარიტად ქართული, ევროპული და ქრისტიანულია"
- "მიზანმიმართული ბრძოლა მიდის ოჯახის წინააღმდეგ" - მეუფე შიო
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, რაც ნიშნავს, რომ ვემზადებით შესაძლო საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნებისთვისაც"