"ძაღლი კი არა, მე დავდივარ "ალიკაპით" - ნათია ფანჯიკიძე
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, თბილისში, 67 წლის ქალზე ძაღლის თავდასხმას ეხმაურება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
"ძაღლი კი არა, მე დავდივარ "ალიკაპით", სადაც მითხრეს, რომ პირბადის გარეშე არ შეიძლება ყოფნა და არ მოვმკვდარვარ ამისგან ჯერ. საკუთარ სიყვარულზე, ძაღლის მიმართ იქნება ეს თუ მცენარის, ყველამ რომ ჩვენით უნდა ვაგოთ პასუხი და საფრთხის მინიმუმიც კი არ არსებობდეს სხვისთვის, რატომ სჭირდება ამდენი აგრესიული რეაქცია? ხალხმრავალი ადგილის იქით, მოხსნას ყველამ ალიკაპი და არბენინოს ძაღლი თავისუფლად. სულ რომ არავინ დაკბინოს, თუ ადამიანების ნაწილს ეშინია ზოგიერთი ჯიშის ძაღლის, შეშინებაც არის აგრესია. ხოდა ყველას უნდა, რომ სხვა არ იყოს აგრესიული და თვითონ არაფერი შეცვალოს ქცევაში. კი, გეთანხმებით, ადამიანები უფრო აგრესიულები ვართ, ვიდრე ძაღლები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ალიკაპი არც ისე ტრაგიკული რომაა, დასტურად იხ. პირველი წინადადება," - წერს ნათია ფანჯიკიძე Facebook გვერდზე.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე