"იყო დრო, ცალი ხელით ვერეოდი ბიჭებს" - ნათია ფანჯიკიძე
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე პარლამენტში "გენდერული კვოტირების" თემას ეხმაურება და სოციალურ ქსელში ვრეცლ პოსტს აქვეყნებს.
მისი თქმით, პარლამენტში ქალების ლეგალური შეჭრა აუცილებელია, მათ შორის რეგიონებში მცხოვრები ქალების.
"იყო დრო, ცალი ხელით ვერეოდი ბიჭებს. ცხადია, მყავდა ფოლოვერ-თანამოაზრეები, გოგონათა შეუპოვარი საბრძოლო შენაერთი. ჩვენს ეზოშიც რიდი ჰქონდათ ნინველჭაბუკებს და რადგან ტერიტორიას ვიყოფდით, ძირითად საკითხებში დაზავებულიც ვიყავით, მაგრამ გარაჟების ბარიერის გადალახვით მეზობელ ეზოში შიშის ზარს ვცემდით ხატაელთა ლაშქარს. ერთი ნაკლი აქვს ამ ამბავს, ღირებულებითი იდეა არ გვქონდა, რატომ ვომობდით. ნამდვილად მნიშვნელოვანი მოგონება კი ისაა, 90-იანებში თუკი ვინმე ცოცხალი გადაურჩა ავტომატიან "დამსჯელებს", ალბათ ყველას გახსოვთ, ვინ იყო გამშველებელი, - ქალები. დედები შევარდებოდნენ ხოლმე იარაღიანი ბიჭების კონფლიქტის შუაგულში და სანამ არ დაშლიდნენ, ფეხს არ იცვლიდნენ, კაცი ჩარეულიყოს, არ მახსოვს. ჩემი ყველაზე საყვარელი პერსონაჟიც დღემდე პეპია, - ღონიერი გოგო, რომელიც მარტო ცხოვრობს, დიდი ზომის ფეხსაცმელი აცვია, რომ დიდხანს ეყოს და მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვს. თუ მოუნდება, სახლის სახურავზე აყრის ხულიგან ბიჭებსაც და ზოგჯერ პოლიციელებსაც, თუ ისინი უსაფუძვლოდ შეაწუხებენ. იმდენად მჯერა ქალების ძალის, რომ ემოციურად მეჩვენება, კვოტების მათხოვარი ვინ არის, თუ ქალებს ნამდვილად მოგვინდა, ცხენ-კაცის გორას დავდგამთმეთქი, მაგრამ რაც მეტად დავფიქრდი ამ დღეებში, საბოლოოდ დავეთანხმე დაჩქარებულ სტრატეგიას. რადგან დრო უფრო და უფრო არ ითმენს, სწრაფი უკეთესი შედეგისთვის, პარლამენტში ქალების ლეგალური შეჭრა აუცილებელია, მათ შორის რეგიონებში მცხოვრები ქალებისთვის, რომლებიც დარწმუნებული ვარ, კაცებზე უკეთ აღიქვამენ პრობლემებს," - აღნიშნავს ნათია ფანჯიკიძე.
სიახლეები
- “როდესაც შენ, კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ლიდერისგან ქირაობ რეზიდენციას და ამის შემდეგ გამოდიხარ ამ პოლიტიკური პარტიის გულმხურვალე მხარდამჭერად, აქ კითხვები ერთიორად მძაფრდება” - ირაკლი კობახიძე გერმანიის ელჩზე
- “საზოგადოებას აქვს სრული უფლება, იცოდეს ყველა დეტალი ამ გარიგების, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი, რომელიც ვხედავთ, რომ გამოირჩევა ოპოზიციის ქომაგობითა და მხარდაჭერით” - შალვა პაპუაშვილი ფიშერის მიერ ხაზარაძის სახლის დაქირავებაზე
- შოვის ტრაგედიიდან ორი წელი გავიდა
- ბერძნული სალათა
- “მედვედევის პროვოკაციული განცხადებების შემდეგ, შესაბამის რეგიონებში ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის განლაგების ბრძანება გავეცი” - ტრამპი