"ვამბობდი, ადამიანები გახდებიან მორჩილები, მერე ამოხეთქავს აგრესია" - ნათია ფანჯიკიძე
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს, თუ როგორი გავლენა იქონია ადამიანებზე კარანტინმა.
მისი თქმით, ახლა კარგი დროა, თუ აგრესია ჩამოანგრევს, იმას, რის ჩამონგრევის ენთუზიაზმიც ადრე არ გვქონდა.
"კარანტინის დასაწყისშივე, რომ მეკითხებოდნენ, როგორ იმოქმედებს ეს ადამიანებზე? - ვამბობდი, დინამიკა იქნება ასეთი, - ადამიანები ჯერ გახდებიან ჩვილებივით მორჩილები, მერე ამოხეთქავს აგრესია. მთელ მსოფლიოში ასე მოხდა, ჩვენთან უფრო სუსტად, რის მიზეზიც მგონია ის, რომ შინ და გარეთ ცხოვრებას შორის კონტრასტი ჩვენთან ნაკლებია, ვიდრე "მდუღარე და მჩქეფარე" ქვეყნებში. მიუხედავად ამისა, კარანტინის დროსაც წამიერად მიტევდა წესების დარღვევის სურვილი, კარანტინის შემდეგ ვარ გაზარმაცებული (რაც მეტი საქმე მაქვს, მითუფრო), ჩვეულებრივზე აგრესიული (ჩხუბში არ გამოიხატება, დესტრუქციის სურვილში და რის დესტრუქციის, სულერთია, ავტო თუ გარეთ მიმართული, ეგეც სულერთია). ახლა კარგი დროა, თუ აგრესია ჩამოანგრევს, რის ჩამონგრევის ენთუზიაზმიც ადრე არ გვქონდა, ცუდი დროა, - არ შემოგველეწოს ის, რაც არაა ჩამოსანგრევი. თქვენ როგორ ხართ," - წერს ნათია ფანჯიკიძე.
სიახლეები
- ქუთაისის მუნიციპალიტეტში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
- ჯო ბაიდენს პროსტატის კიბო დაუდგინეს
- რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ლიბერალმა ნიკუშორ დანმა გაიმარჯვა
- "ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი ამოვიდა სცენაზე და გვითხრა, რომ დავშლილიყავით" - ნონა გაფრინდაშვილი 2011 წლის 26 მაისის აქციაზე
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს