"21 წლამდე კი არ ავუკრძალოთ თავყრილობა, უნდა ავუხსნათ რა არის ბოროტება" - ლევან ღამბაშიძე
ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე, სოციალურ ქსელში, 21 წლამდე ახალგაზრდებისთვის სახლის მიქირავების აკრძალვის იდეას ეხმაურება.
მისი თქმით, ბოროტებასთან ბრძოლის წამალი, გაცნობიერებული არჩევანის შესაძლებლობის ქონაა და არა უთავბოლო შეზღუდვები.
"თავისუფლების პრობლემა ის არის, რომ ცუდი არჩევანის შესაძლებლობა მისი განუყოფელი ნაწილია. თუკი კარგი არჩევანი აუცილებლობიდან გამომდინარეობს, ის კარგი არ იქნება, ავტომატური იქნება. ბუნების ხდომილება. ეგ კი არც კარგია და არც ცუდი.
ხოდა კარგი რო კარგი იყოს აუცილებელია ის თავისუფლებას ეფუძნებოდეს და ეს უკანასკნელი რო თავისუფლობდეს, აუცილებელია ცუდი არჩევანი არსებობდეს. რას იზამ. პრობლემაა. ადვილი ფაფის ჭამაა.
ხოდა 21 წლამდე კი არ უნდა ავუკრძალოთ ვინმეს თავყრილობა, არამედ უნდა პირველკლასელს ავუხსნათ რა არის ბოროტება, რა არის ცუდი, რა არის ამორალური, რომ როდესაც არჩევანის წინაშე დადგება რომ ვინმე დააბულინგოს, დაჩაგროს, ცემოს და ა.შ. ეგ არ აირჩიოს.
გაცნობიერებული არჩევანის შესაძლებლობის ქონა არის "ბოროტებასთან" ბრძოლის წამალი და არა უთავბოლო შეზღუდვები.
პ.ს. ასევე, ბავშვებს უნდა ავუხსნათ რას ნიშნავს იყო მშობელი, რომ როდესაც მომავალში მშობლები გახდებიან, ბავშვებთან ჰქონდეთ მშობლური ურთიერთობა და არ სცადონ ხოლმე მოკლე გზაზე სიარული "ჯიგარი მშობლის" სტატუსის მოსაპოვებლად, რომელიც დაბადების დღეს უხდის არასრულწლოვანს და თავად იქ არ არის, თითქოს ეგ იყოს კარგი მშობლობის პიკი და არა სრული იდიოტობა. კვირაში ერთხელ რო ნახულობენ ბავშვს და ამის კომპენსირებას 17 წლის ასაკში სპორტული მანქანის ყიდვაში ხედავენ, იმ მანქანით მომხდარი ავარია მართლა ბავშვის ბრალი გგონიათ?" - წერს ლევან ღამბაშიძე სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- “როდესაც შენ, კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ლიდერისგან ქირაობ რეზიდენციას და ამის შემდეგ გამოდიხარ ამ პოლიტიკური პარტიის გულმხურვალე მხარდამჭერად, აქ კითხვები ერთიორად მძაფრდება” - ირაკლი კობახიძე გერმანიის ელჩზე
- “საზოგადოებას აქვს სრული უფლება, იცოდეს ყველა დეტალი ამ გარიგების, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი, რომელიც ვხედავთ, რომ გამოირჩევა ოპოზიციის ქომაგობითა და მხარდაჭერით” - შალვა პაპუაშვილი ფიშერის მიერ ხაზარაძის სახლის დაქირავებაზე
- შოვის ტრაგედიიდან ორი წელი გავიდა
- ბერძნული სალათა
- “მედვედევის პროვოკაციული განცხადებების შემდეგ, შესაბამის რეგიონებში ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის განლაგების ბრძანება გავეცი” - ტრამპი