"ბავშვი იმყოფება შოკურ მდგომარეობაში, უგზავნიან ამაზრზენ ტექსტებს, ლანძღავენ, აგინებენ" - გოგი ჭიჭინაძე
"გიორგი შაქარაშვილის ტრაგიკულ ამბავთან დაკავშირებით ჩემს მეგობრებს მივმართავ.
ამ ანგელოზივით ბავშვის გარდაცვალებამ შეიძლება კიდევ ერთი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლოს. ვგულისხმობ იმ 19 წლის გოგონას, გიორგის მეგობარს ანო გაბეჩავას,"- წერს სოციალურ ქსელში დირიჟორი გოგი ჭიჭინაძე.
"ბავშვი იმყოფება შოკურ მდგომარეობაში: მას უგზაცნიან ამაზრზენ ტექსტებს, ურეკავენ,ლანძღავენ, აგინებენ, წყევლიან, ემუქრებიან, ადანაშაულებენ მომხდარში. ჩვენ მორალისტ ბრბოსგან ეს არ მიკვირს, მაგრამ საქმე კიდევ ერთ ახალგაზრდა სიცოცხლეს ეხება. არავინ არის დამნაშავე ამ უბედურებაში მკვლელის გარდა!!! არავინ!!! მეგობრებმა შეკრიბეს ფული ერთ-ერთი მათგანის დაბადების დღის გადასახდელად!!! მშობლების პასუხისმგებლობაზე თუ ვლაპარაკობთ, მაშინ იქ მყოფი ყველა ბავშვის მშობლებმა უნდა გადაინაწილონ ეს პასუხისმგებლობა!!! ამ გოგოს არც ერთი უცნობი ადამიანი არ დაუპატიჟებია!!! და ამ გოგოს ბრალი არ არის რომ მისმა უტვინო მეგობრებმა ბიჭებმა ჯერ იჩხუბეს და მერე ვიღაც ვიგინდარებს დაურეკეს თბილისში დასახმარებლად!!! ამ ისტორიაში ყველა ბავშვი უნდა დავიცვათ - ისინი დღეს სრულიად განადგურებულები არინ ფსიქოლოგიურად. მკვლელს რაც შეეხება... არ ვიცი, მართლა არ ვიცი მკვლელს რა უნდა უქნას კაცმა!!!!!"- წერს გოგი ჭიჭინაძე.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე