Facebook-მა ძალადობის მაპროვოცირებელი 200-მდე ანგარიში წაშალა
Facebook-მა ძალადობრივი შინაარსისა და ამბოხის მაპროვოცირებელი 190 სოციალური მედია ანგარიში წაშალა.
ამის შესახებ ინფორმაციას New Your Post ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, "ფეისბუკმა" თეთრკანიან ჯგუფებთან დაკავშირებული ანგარიშები წაშალა, რომლებიც აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებით გამოწვეული საპროტესტო აქციების წევრების წახალისებას ცდილობდნენ. სოციალური გვერდები მოუწოდებნენ მოსახლეობას აქციებზე შეიარაღებულები მისულიყვნენ.
”ჩვენ აღმოვაჩინეთ ჯგუფები, რომლებიც ცდილობდნენ აქციები ძალადობაში გადაზრდილიყო, ზოგიერთ შემთხვევაში კი ისინი აქციებზე იარაღით წასასვლელად ემზადებოდნენ”, - განაცხადა Facebook–ის ანტიტერორისტული და საშიში ორგანიზაციების პოლიტიკის დირექტორმა, ბრაიან ფითმანმა.
კომპანია წაშლილი ანგარიშების მომხმარებლების შესახებ დეტალურ ინფორმაციას არ აქვეყნებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი აშშ-ის თეთრკანიანი მოქალაქეები არიან, მათი საცხოვრებელი ადგილი არ სახელდება.
შეგახსენებთ, Facebook-ის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ იგი მზად არის შეიმუშაოს სპეციალური ზომები, რათა უზრუნველყოს „რასობრივი სამართლიანობა“ სოციალურ ქსელში. ცუკერბერგი აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების საკითხს გამოეხმაურა. Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მან აღნიშნა, რომ სოციალურ ქსელში "ძალის გამოყენების მუქარის" შემცველი მასალის გამოქვეყნების პოლიტიკის საკითხსაც აუცილებლად გადახედავს.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე