"ოღონდ ვინმე გეგულებოდეს, ოღონდ ვინმეს მოლოდინი გათბობდეს, რა კარანტინი შეგაჩერეს..."
მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს:
"არც კარანტინი იყო, არც ქოვიდ 19 ...
90-იანი წლები იდგა, მთელი ქვეყანა გაიყინა, არაფერი მოძრაობდა, მდინარეების გარდა...
ავტომობილებს შორიდანაც ვერ ვხედავდით, ტელევიზორებს თაროების დანიშნულება ჰქონდა, უმეტესად ქოთნის ყვავილებისთვის იყენებდნენ, რადგან შუქი კაცმა არ იცის, როდის გაიელვებდა...
პატარები ვიყავით. დედას ნათესავების, ახლობლების მონატრება რომ მოეძალებოდა, მოგვიყენებდა გვერდზე, ათობით კილომეტრს ფეხით გავდიოდით...
უტრანსპორტობას ხელი არ შეუშლია იმაში, რომ ერთმანეთი გვენახა... ერთმანეთით გვეცხოვრა...
დღეს ეს სურვილი თითქოს გაქრა, თითქოს მიინავლა...
ოღონდ ვინმე გეგულებოდეს, ოღონდ ვინმეს მოლოდინი გათბობდეს, რა კარანტინი შეგაჩერეს...
ყველაზე ცუდი ის არის, როცა ერთი ადამიანი მაინც არ დაგრჩება, ვისაც შენი ნახვის სურვილი გაუჩნდება და ათობით კილომეტრს ფეხით გაივლის. მთავარია ეს ურთიერთობა არსებობდეს, დანარჩენი ყველაფერი ისედაც გაივლის!.." - წერს ის.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე