ეროვნულ ბიბლიოთეკას დღეიდან საკუთარი ვირტუალური მუზეუმი აქვს
მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს:
"ძალიან კარგი ამბავი!
ეროვნულ ბიბლიოთეკას დღეიდან საკუთარი ვირტუალური მუზეუმი აქვს და ჩვენი ულამაზესი საგამოფენო დარბაზი უკვე ვირტუალურად შეგიძლიათ დაათვალიეროთ. დარბაზში პერიოდული თემატური გამოფენები გაიმართება. ამჯერად გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცულ, სხვადასხვა დროს გამოცემულ დედა ენას უმასპინძლებს. გამოფენა ყველა დაინტერესებული მოქალაქისთვის, განსაკუთრებით კი სკოლის მოსწავლეებისთვის იქნება საინტერესო.
გილოცავთ ქართული ენის დღეს!
#ეროვნულიბიბლიოთეკა
#ვირტუალურიმუზეუმი
#14აპრილი ,"- წერს ის.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი