"ადამიანი მოიგებს ამ ომს, იმისთვის რომ თოვლი დაინახოს, მზე დაინახოს, ზღვა დაინახოს, ადამიანი დაინახოს, სხვანაირად არ გამოვა"
მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს:
"მიუხედავად ყველაფრისა, გარეთ თოვს.
და მიუხედავად ყველაფრისა - ძალიან ლამაზია!
და ადამიანი აუცილებლად მოიგებს ამ ომს. რაც უნდა იყოს ეს ომი და როგორიც, ცხადია, რომ ომია. უცნაური ომი, როცა სახლში დარჩენა სჯობს მტერთან შეგებებას ან მტრისგან გადამალვას. და ადამიანი მოიგებს ამ ომს, იმისთვის რომ თოვლი დაინახოს, მზე დაინახოს, ზღვა დაინახოს. ადამიანი დაინახოს. სხვანაირად არ გამოვა.
ჰოდა, მე კი ვერ ვასრულებ ამ ამბავს, ჩემი მოვალეობის გამო, მაგრამ შენ, ვისაც შეგიძლია - #დარჩისახლში და ცოტა ხნით გაუძელი წინადადებაში სიტყვებს - ,,მიუხედავად ყველაფრისა,"- წერს გიორგი კეკელიძე.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"