"გიგი უგულავა პოლიტიკური პატიმარია! სრულიად ერთმნიშვნელოვნად და ყოველგვარი მაგრამის გარეშე!"
ყოფილი თავდაცვის მინისტრი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"დიახ, გიგი უგულავა პოლიტიკური პატიმარია!
სრულიად ერთმნიშვნელოვნად და ყოველგვარი მაგრამის გარეშე!
1. პოლიტპატიმარი არ ნიშნავს მხოლოდ იმ ადამიანებს ვისაც არასოდეს არავითარი დანაშაული ჩაუდენიათ და ისე ხელი მოკიდეს და ჩაყარეს ციხეებში.
2. თქვენთვის ცნობილი პოლიტპატიმრების უდიდეს უმრავლესობას რაღც კანონი აუცილებლად ქონდა დარღვეული მაშინ როდესაც იჭერდნენ, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა მაინც.
3. პოლიტპატიმარი ხარ თუ არა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმით არ იზომება. ის იზომება იმით:
ვინ გასაგმართლებს? რამდენად არსებობს ნდობა სასამართლოს, ან კონკრეტულად იმ მოსამართლეების მიმართ ვინც გაგასამართლა?
როდის გასამართლებენ?
რა გარემოებებში ხდება გასამართლება?
პირის კავშირი პოლიტიკასთან.
რასაც ეხლა ვწერ სულ რაღაც 8 წლის წინ არც იმათ ესმოდათ დღეს, რომ სამართლიანად აღშფოთებულ გაგიჟებული აქიან უგულავას დაპატიმრებით, მაგრამ ამ ქვეყანაში არის ხალხი რომელსაც მაშინაც ესმოდა და ეხლაც ესმით ემოციების და საკუთარი პოლიტგემოვნების მიღმა.
სრულიად ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა რომ უგულავას ჩემზე დიდი კრიტიკოსი ან ყოლია როდესაც ისიც მერი იყო და მე საკრებულოს წევრი და ზუსტად იმ ყველაფერზე ვწერდი, ვკიოდი, ვაპროტესტებდი რაზეც დღეს ედავებიან. მაგრამ დღეს ის პოლიტპატიმარია და იმის მიუხედვად დღეს თავს გამარჯვებულად თვლით თუ არა ფასი იქნება მაღალი, რასაც თქვენ და ქვეყანა გადაიხდის ამ სისულელეში."- წერს თინა ხიდაშელი.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"