"დღის ბოლომდე გამოაქვეყნე დოკუმენტი სადაც მე ხელს ვაწერ და ვაღიარებ 50 მილ მოპარვას"
გიგი უგულავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე კახა კალაძის განცხადებას პასუხობს:
"ჩემო ძვირფასო კახი, უწიგნური რომ ხარ ეს დადგენილი ფაქტია- ემპირიული მოცემულობაა. ზედ ჩვეულებრივი მატყუარაც ხარ. მარტივად აფერისტი. რადგან ლიტერატურულ ქართულს ვერ ფლობ, შენთვის გასაგები ენით აგიხსნი ტო: მოდი დედაზე დავიგინოთ (ხომ ძაან გიყვარს კაცობის დასადასტურებლად). დღის ბოლომდე გამოაქვეყნე დოკუმენტი სადაც მე ხელს ვაწერ და ვაღიარებ 50 მილ მოპარვას. თუ ვერ იზამ და ვერ იზამ რადგან ბუნებაში მაგავსი რამ არ არსებობს. ჩვეულებრივი ცირკის შაპიტო ხარ და ცრუპენტელა. დღეს საღამოდან კი შეგეწერება, როგორც @@@ს.
პ.ს. ისე ინფორმაციისთვის რასაც შენი პროკურატურა მედავება - პარტიული ხალხის დასაქმებას, მთელი ცხოვრება ციხე გეკუთვნის-რაც შენ უსაქმური მეოცნებეები გყავს მერიაში შეყრილი. მილიონიანი ნაძვის ხე უკან დაგრჩება..."- წერს გიგი უგულავა.
სიახლეები
- "საქართველოში 2024 წელს დაფიქსირდა მაღალი ეკონომიკური ზრდა, 9.4 პროცენტი, 2025-2026 წლებში მოსალოდნელია ზრდის შენელება" - ევროკომისიის ანგარიში
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 მაისისთვის
- " პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაშია შესაძლებელი"
- "თვითონ ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე, თვითონ ყველაზე მეტად უყვარს ქართველი ახალგაზრდები" - ცოტნე ივანიშვილი ბიძინა ივანიშვილზე
- "ეს არის შეხსენება ყველასთვის, რომ ქართველი ხალხი მუდამ იდგება საკუთარ ღირებულებებზე, რომლებიც ჭეშმარიტად ქართული, ევროპული და ქრისტიანულია"