"თავად ვინ ხართ და რა გაგიკეთებიათ, ბიძინეს პინგვინების ხოტბის გარდა?"
ცოტნე გამსახურდის ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი, ჯანდაბას! არასდროს მითქვამს, ვინმეზე უკეთესი ვარ, ესა ვარ და ისა ვარო... მაგრამ ძალიან თავს გავიდა ეს ქოცი ცალუჯრედიანი ბიდლო, და ზოგი არაინფორმირებული ან გულმავიწყი შეიძლება შეცდომაშიც შეიყვანონ... ან კი ვინ რა ვალდებულია ახსოვდეს ჩემი საქმენი, როცა ხშირად ამ ძაღლუმადურ საზოგადოებაში თავად მსხვერპლს არ ახსოვს კეთილისმყოფელი...
სასაცილოა, რომ ქოცგამპრავებლები, მართლაც არაფრის გამკეთებლები, ამას მე მეკითხებიან... მათგან, თადუმაძისგან და ხიხოს სხვა მონებისგან განსხვავებით ათეულობით ადამიანის სიცოცხლე მაქვს გადარჩენილი ფინანსური დახმარებით, უფლებადაცვითი ბრძოლის შედეგად საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად გადამირჩენია კიდევ ათეულობით ადამიანი, ჩემი კალმით თუ აზრით დავხმარებივარ კიდევ გაცილებით მეტს განათლებასა და სიტუაციის სწორად შეფასებაში, და კიდევ ბევრი, რაზეც საუბარს ელემენტარული თავმდაბლობა არ მაძლევს. და ეს მაშინაც, როდესაც მათი კერპი რეჟიმს აფინანსებდა და მატერიალურ სიმდიდრეს აგროვებდა ერთ ლარად.
აი, თავად ვინ არიან და რა გაგიკეთებიათ, ბიძინეს პინგვინების ხოტბის გარდა? პრინციპში, არცაა საინტერესო..."- წერს ცოტნე გამსახურდია.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"