"რუსეთის ტანკების შიშით გზა ვერ შეგვიკეთებია საქართველოში, ავტობანიც ხომ არ დავხუროთ?!"
სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"ორღობის ექსპერტი არ ატეხავს პანიკას კობი-გუდარის მონაკვეთზე გზის შეკეთების გამო. ეს მონაკვეთი ლურჯადაა რუკაზე მონიშნული. რუსეთის ტანკების შიშით გზა ვერ შეგვიკეთებია საქართველოში. ავტობანიც ხომ არ დავხუროთ?!
თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ტანკები ცხინვალის რეგიონში, ლენინგორსა და აფხაზეთშია განლაგებული, ლარსიდან მომავალი გზაც ხომ არ გავაუქმოთ მთლიანად?!
ბოლო კითხვა: ეს გზა არსებობს. ასფალტით იქნება თუ უასფალტოთ, სამხედრო ტექნიკას, განსაკუთრებით ტანკებს, ხელი შეეშლებათ გადაადგილებაზე, ორმოები შეაშინებთ?
აგრძელებთ თვითმარგინალიზაციის პროცესს, რაც თქვენი გადასაწყვეტია. უბრალოდ, დამღლელია ამ უაზრო თემების აგორება.
დიდი ხმაურია იმედის ფილმთან დაკავშირებით.
მე ირაკლი ჩიხლაძის გადაცემაში გასულ სიუჟეტზე მეგონა ეს აჟიოტაჟი. თურმე სხვა ფილმი ყოფილა. დღეს ვიპოვე იუთუბზე. ზეგ ვნახავ, მშვიდად, როცა დავბრუნდები თბილისში და გამოვეხმაურები. თუმცა, როცა ასე უტევთ, ეტყობა უფრო თემის გადაფარვის მცდელობაა, ვიდრე რეალური აღშფოთება, რადგან, რა უნდა თქვან ფილმში ისეთი, რაც წინა ხელისუფლებას თავისით არ აქვს აღიარებული?! ეს თემაც ისევ და ისევ საზოგადოების დასაძაფრად გამოიყენება. ეს ერთი მიზანია. მეორე კი ის გახლავთ, რომ ტაბუდადებული თემები ტაბუდადებულად დარჩეს. მაგაზე ხმაურს ის სჯობს საზოგადოებას გვითხრათ რას მოხმარდა ამერიკის მიერ ომის შემდეგ ნაჩუქარი 1 მლრდ დოლარი და 4,5 მლრდ დაბალპროცენტიანი კრედიტი? 5,5 მლრდ დოლარად შოკოლადში უნდა ჩაგვესვა საქართველო. ჩვენ კი უაზრობებზე ვკინკლაობთ.
.კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ომის შემსწავლელი ახალი კომისიაა დასანიშნი, ოღონდ არა პოლიტიკოსებისგან.
დანარჩენზე იმ კვირაში ვისაუბროთ. ახლა გურიას მოვეფერები. ისეთი სიმშვიდეა ტელევიზორის გარეშე..."- წერს ამირან სალუქვაძე.
სიახლეები
- "გაისად, 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან - განსაკუთრებით ვემზადებით აღსანიშნად" - მეუფე შიო
- მაკიაჟი ზაფხულისთვის: როგორ გამოიყურებოდეთ შეუდარებლად სანაპიროზე?
- "რეჟიმი თქვენ წინაშე გაშიშვლდა" - სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს
- "ლელო" თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის" წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა" - შალვა პაპუაშვილი
- "ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა იმის გამო, რომ მისმა ადვოკატმა წარადგინა დოკუმენტები მის ფსიქოლოგიურ არამდგრადობასთან დაკავშირებით" - პროკურატურა