"არის ასეთი რამ, რაც არ იწონება და ხელით ვერ შეეხები, ძალიან სუბიექტურია... კაცი უნდა იყო..."
ცოტნე გამსახურდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:
"იცით, რა არის? ოპოზიციაში ბრძოლისათვის არც მხოლოდ განათლება, რიტორიკოსობა, ოჯახისშვილობა ან ტიტულ-რეგალიებია საჭირო. არის ასეთი რამ, რაც არ იწონება და ხელით ვერ შეეხები, ძალიან სუბიექტურია, სპეკულაციურია, მაგრამ გადამწყვეტ როლს თამაშობს პოლიტიკურ აქტორებს, სუბიექტებს შორის ურთიერთობაში:
კაცი უნდა იყო.
ხსენებული თვისება არ გააჩნიათ არც პლასტელინ მარგველაშვილს, არც კამსამოლა უსუფაშვილს, კომბალა ლევანა ვასაძეს, თუ სხვათა და სხვათა. ამიტომ მათდამი არც ნდობაა, არც პატივისცემა, არც მათი სამომავლო ხედვისა და ბრძოლის დაიჯერება რამე. რა თქმა უნდა, ამაში არც მაჩოობა და ქალებში სირბილი იგულისხმება და არც "ქუჩის" მენტალობა.
ჰო, ქალებთან უკაცრავად, ქალური პოლიტიკური იდიოსინკრაზია, მენტალობა, ჩემთვის ისე კარგად არაა ცნობილი, და არც არის ახლა აქ ამის განხილვის ადგილი."
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი