"დღეს, ეკა ბესელია ნამდვილად მსხვერპლია, მაგრამ ეს ვერ ათეთრებს მის წარსულს"
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი თინა ბოკუჩავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"2012 წელს, მერვე მოწვევის პარლამენტის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება იყო იმ დადგენილების მიღება, რომლითაც სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, პატიმრობიდან გათავისუფლდნენ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული პირები. მე მცხვენოდა. ხელისუფლების მტერთან კოლაბორაციონიზმე ვსაუბრობდით ოპოზიცია, მაგრამ დადგენილების ავტორს არ ანაღვლებდა ოპოზიციის ყიჟინი. დადგენილების ავტორი ეკა ბესელია იყო. დღეს ის ანტისაოკუპაციო მიტინგის სპიკერია.
სოლიდარული ვარ მის მიმართ წარმოებული უბინძურესი კამპანიის გამო. ხელისუფლებამ (პარდონ, ბორიამ, ჩვენ ხომ ხელისუფლება არ გვყავს), უკადრებელი იკადრა. ახალი ფსკერი დაამკვიდრა ბორისის რჩეულმა მინისტრმა და ვიცე პრემიერმა. ქალმა. დღეს ეკა ბესელია ნამდვილად მსხვერპლია. მაგრამ ეს ვერ ათეთრებს მის წარსულს. ეს ვერ შლის ჩვენს მეხსიერებას. ეს ვერ ამართლებს შკრილნიკოვს. და მე ვფიქრობ, რომ ესეც #სირცხვილია, "- წერს თინა ბოკუჩავა.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს