"მადურომ ვერ შეასწრო ბუნკერში და ვერ შეასწრებს ივანიშვილიც" - მიხეილ სააკაშვილი
მადურომ ვერ შეასწრო ბუნკერში და ვერ შეასწრებს ივანიშვილიც, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სააკაშვილის თქმით, არ არსებობს „არცერთი პროცენტი შანსი“, რომ ივანიშვილმა კიდევ დიდი ხანი შეინარჩუნოს ხელისუფლება.
„მადუროს ჰქონდა უფრო მეტი ფული ვიდრე ივანიშვილს. მადურო მე-14 წელი იყო ხელისუფლებაში, ისევე, როგორც ივანიშვილი. მადუროც იჭერდა ოპოზიციონერებს, ისევე, როგორც ივანიშვილი.
მადუროც ასუსტებდა ოპოზიციას, როგორც ივანიშვილი. ოპოზიცია იქაც ძალიან დაქსაქსული იყო და სულ გამოდიოდა ქუჩაში.
მადუროსაც ჰქონდა რკინის ბუნკერი, ისევე როგორც ივანიშვილს აქვს ძაბრის ფორმის რკინის ბუნკერი სოლოლაკის სასახლის ქვეშ. მადურომ ვერ შეასწრო ბუნკერში და ვერ შეასწრებს ივანიშვილიც.
არ არსებობს არცერთი პროცენტი შანსი, რომ ივანიშვილმა კიდევ დიდი ხანი შეინარჩუნოს ხელისუფლება. უბრალოდ საკითხი იმაშია, გადარჩება თუ არა საქართველო, სანამ ივანიშვილი ჯერ კიდევ თავზე აზის მას”, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი