“ბატონო პრეზიდენტო, მადლობა, რომ ადამიანებს მიეცით საშუალება, პირნათლად და მთელი გულით ემსახურათ თავიანთი ქვეყნისთვის” - ბაჩო ახალაიას ცოლი სააკაშვილს
ბაჩო ახალაიას ცოლი, ანი ნადარეიშვილი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, სოციალურ ქსელში მიმართავს და მას მადლობას უხდის, რომ “საქართველო რუსულ იმპერიას ხელიდან გამოგლიჯა და ქართველ ხალხს დაუბრუნა”.
ნადარეიშვილის თქმით, სააკაშვილმა ადამიანებს მისცა საშუალება, პირნათლად ემსახურათ საკუთარი ქვეყნისთვის, ხალხს კი დროშა და ჰიმნი შეაყვარა.
“ბატონო პრეზიდენტო,
ბევრმა ირწმუნა სიცრუე და პროპაგანდა და არა ის პროგრესი, რაც თქვენ მოუტანეთ საქართველოს.
მადლობა, რომ გააკეთეთ ის, რაც სხვამ ვერ გაბედა — საქართველო ხელიდან გამოგლიჯეთ რუსულ იმპერიას, ქვეყანას მიმართულება მიეცით, სახელმწიფო დაუბრუნეთ ქართველ ხალხს, დაგვაჯერეთ, რომ ჩვენ – ქართველები ვართ თავისუფალი, ევროპელი ხალხი, რომ ჩვენ თვითონ შეგვიძლია ჩვენი უკეთესი მომავალი შევქმნათ, ახალგაზრდებს მიეცით უნივერსიტეტებში სწავლის საშუალება ყველანაირი “ჩაწყობების” და “მოწყობების” გარეშე. მადლობა, რომ შეგვაყვარეთ ჩვენი დროშა და ჰიმნი, მადლობა რომ ადამიანებს მიეცით საშუალება პირნათლად და მთელი გულით ემსახურათ თავიანთი ქვეყნისთვის.
დღეს მხოლოდ ერთს გისურვებთ — თავისუფლებას! იმ თავისუფლებას, რომელიც თქვენ სხვებისთვის მოიპოვეთ და დღეს თავად წაგართვეს”.
სიახლეები
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან"- შალვა პაპუაშვილი
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს