„ფედერალისტები“ კოორდინაციაში ვიქნებით მხოლოდ დემოკრატიულ ძალებთან და არა ავტოკრატიებთან, როგორიცაა „ლელო“, ენმ და ცხადია, „ქოცები“
„ფედერალისტები“ კოორდინაციაში ვიქნებით მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიულ ძალებთან და არა ავტოკრატიებთან, როგორიცაა „ლელო“, ენმ და ცხადია, „ქოცები“, ნებისმიერი ავტოკრატიული ძალა ყუმბარიანი მაიმუნია დემოკრატიულ პროცესში და მარცხისთვისაა ყველა პროცესი განწირული, სადაც ისინი გაერევიან, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, შედეგს მოიტანს მხოლოდ ავტოკრატიების გარიყვა და დემოკრატიების თანამშრომლობა.
„ნებისმიერი ავტოკრატიული ძალა ყუმბარიანი მაიმუნია დემოკრატიულ პროცესში და მარცხისთვისაა ყველა პროცესი განწირული, სადაც ისინი გაერევიან. ჩვენ დასაკარგი დრო არ გვაქვს. ცხადია საქმე სახელებში არაა – სისტემაშია, სისტემურ შეუთავსებლობაში. „ლელო“ და ენმ სისტემურად შეუთავსებელია დემოკრატიულ პროცესთან, რადგან ორივე, „ქართული ოცნების“ მსგავსად, ერთი კაცის ახირებით იმართება და არა ამომრჩევლის ინტერესებით – ავტოკრატიაა ორივე! ვისაც გამარჯვება უნდა და თავში ტვინი აქვს, ამ იდეას გააძლიერებს და გაგვატანინებს. გონიერი ხალხი თუ არ გვეყო და დღის წესრიგი ისევ ავტოკრატებმა მოიტაცეს, ცხადია ისევ დამარცხდება პროცესი, უბრალოდ „ფედერალისტები“ ამ მარცხზე პასუხისმგებლობას არ გავინაწილებთ, როგორც 4 ოქტომბერზე არ ავიღეთ. გზა ერთადერთია და გზა არის ეს! სანამ ამ გზას არ გავივლით, აღთქმულ მიწამდე ვერ მივალთ და სულ რომ მარტომ ვიარო, მაინც სწორად ვივლი იმიტომ, რომ, როცა არ უნდა იყოს, შედეგს მოიტანს მხოლოდ და მხოლოდ ეს: ავტოკრატიების გარიყვა, დემოკრატიების თანამშრომლობა. სხვა არჩევანი, მათ, ვისაც საქართველოს კეთილდღეობა რეალურად გვანაღვლებს არ გაგვაჩნია“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"