“მევახშეები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პოლიტიკას ტოვებენო, ყველაზე ძვირი ჩვენ გვიჯდება ხმები და ყველაზე იაფი “ოცნებასო” – სიიაფე არაფერ შუაშია, ხალხი დგას სიმართლის მხარეს” - გიორგი გამსახურდია
“მოკლედ, ასეთი ამბებია – მევახშეები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პოლიტიკას ტოვებენო. ყველაზე ძვირი ჩვენ გვიჯდება ხმები და ყველაზე იაფი ოცნებასო”, – ამის შესახებ გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, “მევახშეები და ხალხის მღლეტავები” ისეთ ქველმოქმედ და ქვეყანაზე გადაყოლილ ადამიანს რომ დაუპირისპირდებიან, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, შედეგიც სწორედ ასეთი ექნებათ.
“მოკლედ, ასეთი ამბებია – მევახშეები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პოლიტიკას ტოვებენო. ყველაზე ძვირი ჩვენ გვიჯდება ხმები და ყველაზე იაფი ოცნებასო.
სიიაფე არაფერ შუაშია, ხალხი დგას სიმართლის მხარეს, მართალია თქვენთვის, მევახშეებისთვის, ციფრებია მთავარი, მაგრამ ხალხია სიმართლის მხარეს.
ეგრეა ბატონო, მევახშეები და ხალხის მღლეტავები, ქვეყანაზე გადაყოლილ და ქველმოქმედ ადამიანს რომ დაუპირისპირდებით, შედეგიც ეგ გექნებათ, რაც გაქვთ. ხო, ის კიდევ, ჩვენთან პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი, ბიძინაა ივანიშვილი, თქვენთან კიდევ თაზო დათუნაშვილი. უფსკრულივით სხვაობას კი გრძნობთ ალბათ”.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო