"ყველამ ყველაფერი იცოდა 4-მდეც, 4-შიც, ყველამ იცოდა, რომ საკუთარ ქვეყანაში ნეპალის მოსაწყობად იკრიბებოდა, ყველამ მოისმინა კითხვა, გინდათ თუ არა ნეპალის მოწყობა? "
ყველამ ყველაფერი იცოდა 4-მდეც, 4-შიც, ყველაზე კარგად კი 4-ის მერე იციან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
შალვა პაპუაშვილი აქვეყნებს ვიდეოს, სადაც, პაპუაშვილის თქმით, კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში, ოთხ საათზე შეიკრიბა, არავინ არაფერს გამიჯვნია.
„4-მდე ყველამ იცოდა, რომ საკუთარ ქვეყანაში ნეპალის მოსაწყობად იკრიბებოდა. 4-ში კი ყველა მისულმა მოისმინა კითხვა: გინდათ თუ არა ნეპალის მოწყობა? და ყველამ შესძახა – კი. წილი იყარა და ქვეყნის დამამხობელთა „გაუჩერებელი მდინარე“ თავისუფლების მოედნიდან საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ასაღებად გადაედინა. შემდეგ იქნება სასახლის შტურმი, ცეცხლწაკიდებული ბარიკადები, გაპარული ლიდერები, 25 დაშავებული პოლიციელი და მათ გმირობაზე კისერწატეხილი გადატრიალება. ამ ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში, ოთხ საათზე შეიკრიბა, არავინ არაფერს გამიჯვნია. არც ექიმი და არც ვექილი. ამ „ხალხის მდინარეში“ ერთი კაციც კი არ აღმოჩნდა, ვინც დინების საწინააღმდეგოდ გაცურავდა. ამ ვიდეოში სხვა – ვერ, მაგრამ თავად ხომ ყველა ამოიცნობს საკუთარ თავს და ადგილს. ამიტომ, ეს ვიდეო მათ პირად ისტორიას დარჩება, როგორც შეხსენება თითოეული იქ შეკრებილისთვის, რომ 4-ში, ოთხ საათზე საკუთარი ქვეყნის მომავალი ვერ დაამხვეს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"