" საქართველოს მიმართ ჩეხეთის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობელი ვარ" - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს მიმართ ჩეხეთის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობელი ვარ, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს და ჩეხეთის პრეზიდენტთან, პეტრ პაველთან შეხვედრის ფოტოს აქვეყნებს.
„საქართველოს მიმართ ჩეხეთის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობელი ვარ - ეს ევროკავშირის სხვა ქვეყნებისთვის ნათელ მაგალითს წარმოადგენს. ევროკავშირის მიერ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას მათი მხარდაჭერა ახლა უფრო გადამწყვეტია, ვიდრე ოდესმე. ხაზი გავუსვი, რომ ჩვენი დემოკრატიის დასაცავად მუდმივ მშვიდობიან პროტესტს კვლავ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი