"ია დარახველიძის და სხვათა პატიმრობაში ისაა დამნაშავე, ვინც ეს ადამიანები დაარწმუნა, რომ ოთხში იწყებდნენ და ოთხში ამთავრებდნენ"
ია დარახველიძის და სხვათა პატიმრობაში ისაა დამნაშავე, ვინც ეს ადამიანები დაარწმუნა, რომ ოთხში იწყებდნენ და ოთხში ამთავრებდნენ და რეჟიმს მისცა ჩანაწერების და საჯარო გამოსვლების სახით „მტკიცებულება“, რომ სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდნენ, – – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ჩერგოლეიშვილი წერს, ვინც ეს ყალბი დაპირებები გასცა, ავტოკრატიულ სისტემებს წარმოადგენენ.
„მათი თავები ზემოთაა მიტრიალებული, სააკაშვილისკენ და რაც სააკაშვილს უნდა, იმას ყვირიან, ხალხს ისინი ვერ ხედავენ – შესაბამისად, ვერც რეალობას აღიქვამენ ადეკვატურად და ვერც მოქალაქეების ინტერესებს ითვალისწინებენ.
ხაბეიშვილი სააკაშვილისთვის ყვიროდა რევოლუციას და ხაზარაძის ნაყიდი ტელეკლოაკებით ავრცელებდა. ეს დაპირება რეალობიდან არ გამომდინარეობდა – ამიტომ მოხდა ფალშსტარტი და ამიტომაა ხალხი ციხეში.
პ.ს. ვისაც პოლიტიკა არ გისწავლიათ და ერთი სისტემური რეფორმაც არ დაგიწერიათ, ცხადია, ვერც ამას გაიგებთ და „შე უზნეოოოოოო“ – ყალბ მორალისტურ ზმუილს დაიწყებთ. ცხადია, მკიდიხართ“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი