"ვინც სახალხო კრების დაპატიმრებულ ხუთეულს ამუნათებს, ცდილობს, დაფაროს თავისი სიმხდალე" - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 4 ოქტომბერთან დაკავშირებით მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძისა და პაატა ბურჭულაძის დაკავებას ეხმაურება.
როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე სააკაშვილი წერს, ვინც „მათ ამუნათებს, თავის სიმხდალის დაფარვას ცდილობს“.
„ის, ვინც ამუნათებს სახალხო კრების დაპატიმრებულ ხუთეულს, ცდილობს დაფაროს თავისი სიმხდალე და ამას აკეთებს იმის გამო, რომ სწორედ მათ გაბედეს და გადადგეს ნაბიჯები ქვეყნის გადასარჩენად. ასეთი შურიანობა მე ჩემს თავზე არაერთხელ გამომიცდია.
ადამიანების ტალახში მთრეველების პირით ივანიშვილი ცდილობს დაგანახოთ, რომ თქვენ არა მარტო ერი არ ხართ, თითქოს, არარაობები ხართ, მაგრამ ისინი, რომლებიც ამას აკეთებენ, თვითონ არიან არარაობები“, - წერს სააკაშვილი
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"