"ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება ქვეყნის მიტაცებას და ავტორიტარიზმის დამყარებას" - ელეონორა არჩაია
ქუთაისის საკრებულოს წევრი (პარტია "საქართველოსთვის") ელეონორა არჩაია სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"უწყვეტი პროტესტის 300 დღე!
ჩვენს თანამოქალაქეებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, სურთ თავისუფალ დემოკრატიულ და ევროპულ საქართველოში ცხოვრება.
ძალადობა, დაშინება და პოლიტიკური რეპრესიები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა, თუმცა მჯერა, რომ ეს დროებითია და განუკითხაობას ყოველთვის აქვს დასასრული.
როგორი ხერხებითაც არ უნდა ეცადოს ოცნებამ, პროტესტის ამ მუხტს ვერასდროს ჩააქრობს. ქართელი ხალხი არ დაუშვებს ქვეყნის საბოლოო მიტაცებას.
მჯერა, რომ ჩვენი და ჩვენი შვილების მომავლისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!
თავისუფლება სინდისის პატიმრებს!"- წერს ელეონორა არჩაია.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი