"რამდენი წელია ეძებს ივანიშვილი ჩემს "გადამალულ ქონებას" და ყოველ ჯერზე კოვზი ნაცარში უვარდება"
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"კიდევ ერთი ზუსტი მაგალითი ივანიშვილის და რუსების თანამშრომლობის. რუსული NTV -ს კორესპონდენტმა ძალიან სახასიათი გვარით GRUnski-იმ გამოაქვეყნა და ქოცებმა აიტაცეს ჩემი "1 მილიონიანი ვილის" ამბავი ფლორიდაში და მისამართიც გამოაქვეყნეს.
ჩემმა ამერიკელმა მეგობარმა გადაამოწმა და ამ მისამართზე მფლობელი აღმოჩნდა ამერიკული კომპანია,რომელსაც კიდევ 215 მსგავსი სახლი აქვს მფლობელობაში.და ბარემ დანარჩენი სახლებიც ჩემზე გადმოგეწერათ რა იქნებოდა?...
რამდენი წელია ეძებს ივანიშვილი ჩემს"გადამალულ ქონებას" და ყოველ ჯერზე კოვზი ნაცარში უვარდება...რაც არ მაქვს,რას იპოვნიან?...აი დღევანდელ პარლამენტში 40 ოფიციალური მილიონერი უზით ხალხის გაღატაკების ხარჯზე,სწორედ,ამ ჯიუტი ფაქტის გადაფარვას ცდილობენ ჩემს მილიონებზე" ბინძური ლაყბობით...
ვინც ამ ინფორმაციას ავრცელებს,სუფთა ნაგავია და ვინც იჯერებს-კლინიკური იდიოტი.
ახლა იმედის ჟურნალისტი,ვინმე დევდარიანი მიავლინეს ამერიკის სხვადასხვა ქალაქებში ჩემი "კუთვნილი სახლების " გადასაღებად..well good luck asshole!"- წერს მიხეილ სააკაშვილი და ფოტოებს აქვეყნებს.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი