"რუსეთი უარყოფს ცეცხლის შეწყვეტის მრავალრიცხოვან მოთხოვნას და ჯერ არ განუსაზღვრავს, როდის შეაჩერებს მკვლელობებს, ეს ართულებს ვითარებას" -ვოლოდიმირ ზელენსკი
რუსეთი უარყოფს ცეცხლის შეწყვეტის მრავალრიცხოვან მოთხოვნას და ჯერ არ განუსაზღვრავს, როდის შეაჩერებს მკვლელობებს, ეს ართულებს ვითარებას,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაწერა.
„ვხედავთ, რომ რუსეთი უარყოფს ცეცხლის შეწყვეტის მრავალრიცხოვან მოთხოვნას და ჯერ არ განუსაზღვრავს, როდის შეაჩერებს მკვლელობებს. ეს ართულებს ვითარებას. თუ მათ არ აქვთ ნება, შეასრულონ დარტყმების შეჩერების მარტივი ბრძანება, შესაძლოა, დიდი ძალისხმევა გახდეს საჭირო, რომ რუსეთს გაუჩნდეს უფრო მეტის შესრულების ნება, კერძოდ, იცხოვროს მშვიდობიანად მეზობლებთან ათწლეულების განმავლობაში. მაგრამ ჩვენ, ყველა ერთად, ვმუშაობთ მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. მკვლელობების შეჩერება ომის დასრულების საკვანძო ელემენტია“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ში, სადაც მადლობას უხდის ბალტიისა და სკანდინავიის ქვეყნებს მხარდაჭერისთვის.
ამასთან, უკრაინის ლიდერი მადლობას უხდის დონალდ ტრამპს ორშაბათს ვაშინგტონში მიწვევისთვის.
„მნიშვნელოვანია, რომ ყველა თანხმდება – საჭიროა ლიდერების დონეზე საუბარი ყველა დეტალის გასარკვევად და იმის დასადგენად, რა ნაბიჯებია აუცილებელი და ეფექტიანი“, – წერს ზელენსკი.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი