"ახლა პუტინზეა დამოკიდებული დაამტკიცოს, რომ ნამდვილად სურს მშვიდობა"- ემანუელ მაკრონი
ახლა პუტინზეა დამოკიდებული დაამტკიცოს, რომ მას ნამდვილად სურს მშვიდობა, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი რომში უკრაინელ კოლეგა, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული შეხვედრის შემდეგ X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“ძალიან პოზიტიური საუბარი მქონდა დღეს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან რომში.
უკრაინაში ომის დასრულება. ეს არის მიზანი, რომელიც საერთო გვაქვს პრეზიდენტ ტრამპთან.
უკრაინა მზად არის უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის. პრეზიდენტმა ეს გამიმეორა დღეს. მას სურს ამერიკელებთან და ევროპელებთან ერთად მუშაობა მისი იმპლემენტაციისთვის.
ახლა პუტინზეა დამოკიდებული დაამტკიცოს, რომ მას ნამდვილად სურს მშვიდობა.
გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევებს გასულ მარტს პარიზში მსურველთა კოალიციის ფარგლებში, რათა მივაღწიოთ ამ ცეცხლის შეწყვეტასაც და სრულ და მყარ მშვიდობას უკრაინაში,” - წერს მაკრონი.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"