"მარტივი და უტყუარი ტესტია, რომ უცხოეთის აგენტურისთვის რაც ცუდია, კარგია საქართველოსთვის" - მამუკა მდინარაძე
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მიერ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით გაკეთებულ ერთობლივ განცხადებას.
როგორც მამუკა მდინარაძე წერს, უცხოეთის აგენტურისთვის რაც ცუდია, საქართველოსთვის კარგია.
„მარტივი და უტყუარი ტესტი – ის, რაც ცუდია ამ ხალხისთვის (უცხოეთის აგენტურისთვის), კარგია საქართველოსთვის!“ – წერს მამუკა მდინარაძე.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „უახლოეს დღეებში „ქართული ოცნება“ აპირებს, დაჩქარებული წესით მიიღოს ცვლილებები, რომლის ძალითაც საქართველოს მეგობარ ქვეყნებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საქართველოს მოქალაქეებისთვის მხარდაჭერის გაწევა აეკრძალებათ. არ ვაპირებთ რუსული კანონებით ცხოვრებას და ბოლომდე წინააღმდეგობას გავუწევთ ქართველი ხალხის დევნის აქტს“.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი