"სუიციდის, მკვლელობებისა და სხვა ტრაგედიების გაშუქებაზე მკაცრად დარეგულირებული სტანდარტი უნდა დაწესდეს"
ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძის მოსაზრებით მკვლელობების და სხვა ტრაგედიების გაშუქებაზე უნდა დაწესდეს მკაცრად დარეგულირებული სტანდარტი. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:
“რაც შეეხება ქართულ საშინელებათა ჟანრის ჟურნალისტიკას, – სუიციდის და არამარტო სუიციდის, მკვლელობების და სხვა ტრაგედიების გაშუქებაზე უნდა დაწესდეს მკაცრად დარეგულირებული სტანდარტი, რადგან ამგვარი ინფორმაციების სტანდარტის დაცვის გარეშე მიწოდება არა მხოლოდ მოსახლეობას აავადებს შფოთვითი აშლილობით და დამფრთხალს და ქმედითუუნაროს ხდის ადამიანებს, არამედ, სუიციდისა და მკვლელობების საკითხში არსებობს ტალღისებური გადადება, ქცევის კოპირება და იმ ადამიანთა ფსიქიკისთვის, ვისაც მსგავსი ფიქრი უტრიალებს და მსგავს ფიქრს ებრძვის, ბიძგის მიმცემი აღმოჩნდება ხოლმე. ერთმანეთის გადარჩენაში თავის წილი პასუხისმგებლობა ყველამ უნდა იგრძნოს, თორემ საშველი აღარაა,”– წერს ნათია ფანჯიკიძე.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი