"ამერიკა დგას ერთადერთი ლეგიტიმური ქართველი ლიდერის, სალომე ზურაბიშვილის და ქართველი ხალხის გვერდით" - ჯო უილსონი
„ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო უილსონი საქართველოს შესახებ მორიგ პოსტს აქვეყნებს X-ზე.
საქართველოს პარლამენტში მეექვსე პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციამდე ერთი საათით ადრე უილსონი წერს რომ შეერთებული შტატები დგას საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერის, სალომე ზურაბიშვილის და ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც ითხოვენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და უარს ამბობს ჩინეთის კომუნისტურ პარტიასა და ირანის მატიონეტულ რეჟიმთან დაახლოებაზე.
"სუვერენიტეტი არ იყიდება და თავისუფალი ხალხის ნება გაიმარჯვებს" - წერს კონგრესმენი.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი