"რაც მეტ დანაშაულს ჩადის რეჟიმი, მით მეტად იჭრის გზას, არა მარტო ევროკავშირის, არამედ აშშ-ს მხრიდან აღიარებისთვის" - კახა გოგოლაშვილი
რონდელის ცენტრის მკვლევარ კახა გოგოლაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"კობახიძე რომ ტრამპის მოსვლას ელოდება... რაც მეტ დანაშაულს ჩადის რეჟიმი, მით მეტად იჭრის გზას, არა მარტო ევროკავშირის, არამედ აშშ-ს მხრიდან აღიარებისთვის. ახლა ოცნება სწრაფად უახლოვდება ანტიდემოკრატიული ბელარუსის იმიჯს, ამიტომ ტრამპის კონსერვატიულ-პოპულისტურ იდეოლოგიასთან მიტმასნების მცდელობა ვეღარ იმუშავებს, რადგან ოცნების ნებისმიერი მხარდაჭერა ტრამპისთვის იქნება ტოქსიკური, პირველ რიგში, თავად ამერიკაში. მით უმეტეს, ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოს არაღიარებულ ხელისუფლებასთან ურთიერთობებს ვერ და არ გახდის ევროპასთასთან უთანხმოების საგნად,"- წერს კახა გოგოლაშვილი.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი