შალვა პაპუაშვილი ევროპულ ქვეყნებსა და აშშ-ში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ეხმაურება
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ევროპულ ქვეყნებსა და აშშ-ში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ეხმაურება.
,,საფრანგეთში პოპულარობით მეორე პოლიტიკური ძალის ლიდერის დაჭერას აპირებენ, გერმანიაში პოპულარობით მეორე პარტიის გაუქმებას, ამერიკაში პრეზიდენტობის ოპოზიციურ კანდიდატს 561 წლით (ოღონდ მართლა) თავისუფლების აღკვეთით ემუქრებოდნენ და მხოლოდ პრეზიდენტად არჩევამ უშველა, პროკურორმა კი, რომელიც საქმეს იძიებდა, გადადგომა დააანონსა.
ამაზეა ნათქვამი: საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავდე და სხვისაში ბეწვს ეძებდეო”, – წერს პაპუაშვილი.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო