"ხელისუფლება აგრძელებს მედიაზე ზეწოლას, ახლა ჯერი აჭარის ტელევიზიაზე მიდგა"
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ფეისუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"ხელისუფლება აგრძელებს მედიაზე ზეწოლას. ახლა ჯერი აჭარის ტელევიზიაზე მიდგა, რომელიც გამოირჩევა თავისი დაბალანსებული სამაუწყებლო პოლიტიკით. უნდათ გადააყენონ მისი ხელმძღვანელი. ამისთვის იყენებენ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ქართული ოცნების ქვოტით გასული პირებს. მათ მოახერხეს და გადაიბირეს ოპოზიციის( ნაციონალური მოძრაობის) მიერ წარდგენილი წევრი და აპირებენ მაუწყებლის დირექტორის მოხსნას. შევეცდებით, რომ ჩვენს მიერ ნომინირებული უღირსი წევრი გამოწვეული იქნას მაუწყებლის საბჭოდან.
მთელი პასუხისმგებლობა ამ მოვლენებზე ეკისრება ხელისუფლებას," - წერს რომან გოცირიძე.
ტეგები:
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი