"ჩემი სტილი ყოველთვის იყო ხალხთან ახლოს მისვლა, თვალებში ჩახედვა"-მიხეილ სააკაშვილი
ჩემი სტილი ყოველთვის იყო ხალხთან ახლოს მისვლა, თვალებში ჩახედვა, მე არასდროს მქონია ფული და მათაც ვერ გავუნაწილებდი, მაგრამ მქონდა ხალხის მიმართ სიყვარული, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ივანიშვილს სჯერა, რომ ადამიანების მოსყიდვა არის ერთადერთი გზა მათი მხარდაჭერის უზრუნველყოფის. ჩემი სტილი ყოველთვის იყო ხალხთან ახლოს მისვლა, თვალებში ჩახედვა, ხელის ჩამორთმევა და გულში ჩახუტება.
მე თვითონ არასდროს მქონია ფული და, რა თქმა უნდა, მათაც ვერ გავუნაწილებდი, მაგრამ მე მქონდა ხალხის მიმართ სიყვარული. შესაბამისად, შევინარჩუნე ჩემი ხალხის უდიდესი ნაწილის სიყვარული, რაც ვერ ამოძირკვეს დღემდე ვერანაირი მანქანებით და ვერც ამოძირკვავენ, რაც არ უნდა დამაბრალონ და რა მაქინაციებიც არ უნდა ჩაატარონ“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს