"16 წლის წინ, რუსეთმა წამოიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაშინ ჩვენ შევძელით და დავიცავით ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი"
16 წლის წინ, რუსეთმა წამოიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაშინ ჩვენ შევძელით და დავიცავით ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი,- ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, ეს "პირველ რიგში, ქართველი სამხედროების და საქართველოს რიგითი მოქალქეების გმირული თავდადების ხარჯზე" მოხდა. ასევე, ჩვენი ნამდვილი მეგობრების და მოკავშირეების უდიდესი ძალისხმევის შედეგად.
"დღეს, როდესაც რუსეთმა გაიმეორა ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია უკვე უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მშვიდობა არის ყველაზე დიდი ფასეულობა და რომ გრძელვადიანი მშვიდობა გადის ნამდვილი მეგობრების და ნამდვილი მოკავშირეების არჩევაზე, ასევე, თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურ ძალისხმევაზე, მშვიდობიანად აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა.
საქართველოს თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის გადახდილი თითოეული სიცოცხლე გვახსოვს და პატივს მივაგებთ. მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად ჩვენ გავიყვანთ ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოზე - იქ, სადაც არის ნამდვილი სამართლიანობა, ნამდვილი მშვიდობა, ნამდვილი კეთილდღეობა, ნამდვილი განვითარება - ეს არის ევროპული კავშირის ერთიანი ოჯახი. დიდება გმირებს! დიდება საქართველოს!", - აცხადებს გახარია მიმართვაში, რომელსაც "ფეისბუქზე" ავრცელებს.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი