"ოცნებაში“ ძალიან ანერვიულებულან ჩვენ მიერ „არჩევნების დაცვის ჯგუფის“ გააქტიურებაზე" - ნათია მეზვრიშვილი
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, „არჩევნების დაცვის ჯგუფის“ ფარგლებში, საარჩევნო დარღვევებს „ქართულ ოცნებას“ არ „გაუტარებენ“.
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
„ოცნებაში“ ძალიან ანერვიულებულან ჩვენ მიერ „არჩევნების დაცვის ჯგუფის“ გააქტიურებაზე, რაც კარგია. ჩვენი მიზანიც ეს არის. 2018 წელს, როცა საარჩევნო დარღვევებზე შსს-დან ვმუშაობდი, საარჩევნო დარღვევების აღკვეთა და განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა დამრღვევებისთვის ბრალის წარდგენა, სწორედ მსგავსი ჯგუფის მიერ მყისიერად ხდებოდა, რაც მართლაც უჩვეულო იყო იმდროინდელი „ოცნების“ მმართველობისთვისაც კი. ეს იყო „ოცნების“ მმართველობაში ერთადერთი წელი, როცა ადგილობრივ და საერთაშორისო ანგარიშებში „რეაგირებები“ აისახა. 30-ზე მეტი პირი იყო პასუხისგებაში მიცემული თანაბრად „ნაცებიდან“ და „ოცნებიდან“.
როგორც ჩანს, ეს სამართლიანი მიდგომა მწარედ დაამახსოვრდათ. არც მაშინ იყვნენ ამით ბედნიერები. ახლაც იციან, რომ იმ ტყუილებს, რასაც არჩევნების „სამართლიანობაზე“ ავრცელებენ, არ გავუტარებთ ზუსტად ისე, როგორც მაშინ არ ვუტარებდით. 26 ოქტომბრამდე გირჩევთ, პოლიტიკური კორუფციის, შავი ფულის და სისტემური ძალადობის აღმოფხვრაზე კონცენტრირდეთ. თქვენთვისვე აჯობებს“,- წერს ნათია მეზვრიშვილი.
სიახლეები
- "გაისად, 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან - განსაკუთრებით ვემზადებით აღსანიშნად" - მეუფე შიო
- მაკიაჟი ზაფხულისთვის: როგორ გამოიყურებოდეთ შეუდარებლად სანაპიროზე?
- "რეჟიმი თქვენ წინაშე გაშიშვლდა" - სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს
- "ლელო" თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის" წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა" - შალვა პაპუაშვილი
- "ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა იმის გამო, რომ მისმა ადვოკატმა წარადგინა დოკუმენტები მის ფსიქოლოგიურ არამდგრადობასთან დაკავშირებით" - პროკურატურა