"მადლობა ღმერთს, დონალდ ტრამპი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს" - ირაკლი ღარიბაშვილი
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი დონალდ ტრამპზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.
ღარიბაშვილი მშვიდობას უსურვებს ამერიკას, ამერიკელ ხალხს და მთელ მსოფლიოს.
„ღრმად შეშფოთებული ვარ ამერიკის 45-ე პრეზიდენტზე, პრეზიდენტობის კანდიდატზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმით. მადლობა ღმერთს, ის სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს და ჯანმრთელადაა. მშვიდობას ვუსურვებ ამერიკას და ამერიკელ ხალხს, მთელ მსოფლიოს!“ – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი