"28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა" - ლევან ხაბეიშვილი
პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, 28 აპრილს დაგეგმილ აქციაზე საზოგადოების ჩართულობა მნიშვნელოვანია.
„პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება, ეს იქნება მათ შორის 28 აპრილსაც. მნიშვნელოვანია ყველა ადამიანის ჩართულობა. ივანიშვილი ფიქრობს, რომ თავებს გადათვლის რამდენი არიან. პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს. დარწმუნებული ვარ, რომ ძალა ხალხშია, ძალა ერთობაშია და ძალა ევროპაშია. ჩვენ საბოლოო ჯამში გავიმარჯვებთ ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ“, - წერს ლევან ხაბეიშვილი.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი