"ყველა რუსთაველზე! არა რუსულ კანონს, წინ ევროპისკენ!" - მამუკა ხაზარაძე
დღეს ყველა ერთად ვაპროტესტებთ რუსულ კანონს, - ამის შესახებ განცხადება „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
მისი თქმით, საკითხი ახლა რუსეთსა და ევროპას შორის არჩევანის თვალსაზრისით დგას. ხაზარაძემ საზოგადოებას რუსთაველის გამზირზე გასვლისკენ მოუწოდა.
„დღეს ყველა ერთად ვაპროტესტებთ რუსულ კანონს. ან ევროპა, ან რუსეთი, ასე დგას საკითხი. ყველა რუსთაველზე! არა რუსულ კანონს, წინ ევროპისკენ !“- განაცხადა ხაზარაძემ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი