"უცხოეთში მყოფმა ქართველებმა საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით საქართველოს საელჩოებთან მუდმივი აქციები უნდა მოაწყონ" - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის მიმდინარე წლის არჩევნებისთვის დამატებითი უბნების გახსნას მხარს უჭერს. ამის შესახებ სააკაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
მისივე განცხადებით, საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით, ქართველებმა საქართველოს საელჩოებთან მუდმივი აქციები უნდა მოაწყონ.
„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მთლიანად ვუჭერ მხარს. ჩვენ დიდი ხანია ვიბრძვით ამისთვის. ჩემი აზრით, უცხოეთში მყოფმა ქართველებმა ამ მოთხოვნით საქართველოს საელჩოებთან მუდმივი აქციები უნდა მოაწყონ. ამასთანავე, საქართველოში ყველა პოლიტიკურმა ძალამ და აქტივისტმა შედეგის დასადებად ჩვენი ძალები უნდა გავაერთიანოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ივანიშვილის რეჟიმი აუცილებლად დაბლოკავს ამ თემას. არ უნდა დავაბლოკინოთ!“- წერს სააკაშვილი.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"