"დღეს ენდი ნემსიწვერიძისთვის დაბადების დღე უნდა მიმელოცა... ახლა სამძიმრის სიტყვები უნდა ვთქვა" - იოსებ ხახალეიშვილი
ქუთაისის მე-7 საჯარო სკოლის დირექტორის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ეხმაურება:
"დღეს ენდი ნემსიწვერიძისთვის დაბადების დღე უნდა მიმელოცა... ახლა სამძიმრის სიტყვები უნდა ვთქვა.
ენდი ნემსიწვერიძე- გამორჩეული ადამიანი, მეგობარი, მოქალაქე, სკოლის დირექტორი, შემოქმედი...
ძალიან დააკლდება ქუთაისს, დაგვაკლდება მის დიდ სამეგობროს.
თანავუგრძნობ ენდის ოჯახს და ახლობლებს ამ დიდ მწუხარებაში," - წერს იოსებ ხახალეიშვილი.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი