"პირველი კონსტიტუციის დღეს ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს" - შალვა პაპუაშვილი
ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს პირველი კონსტიტუციის დღეს, როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობის უმნიშვნელოვანეს თარიღს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.
პაპუაშვილის თქმით, 1921 წელს მიღებული კონსტიტუცია ნათლად ასახავს იმდროინდელი საქართველოს მმართველი ელიტის და ქართული საზოგადოების პროგრესულობას, მის ევროპულობასა და დემოკრატიულობას.
„დღეს ჩვენი ქვეყანა აღნიშნავს პირველი კონსტიტუციის დღეს. სწორედ ამ დღეს 1921 წელს დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო. ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ საუკუნის წინ მიღებული ამ პოლიტიკური დოკუმენტით, რომელიც ნათლად ასახავს იმდროინდელი საქართველოს მმართველი ელიტის და ქართული საზოგადოების პროგრესულობას, მის ევროპულობასა და დემოკრატიულობას. საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია სრულად იზიარებს თავისი წინამორბედის სულისკვეთებას და 2017 წლის ცვლილებებით სახელმწიფოს მოწყობის, ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე, ჭეშმარიტად ევროპული დოკუმენტად იქცა. სწორედ ასეთი კონსტიტუცია განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელ პირობებს, დაცულ და კანონიერ გარემოს. ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დღევანდელ დღეს, როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობის უმნიშვნელოვანეს თარიღს“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"