"ჩემმა ყოფილმა დამსაქმებელმა შეურაცხმყოფელი პოსტები არ იკმარა და უფრო შორს წავიდა" - თემო ჭოლაძე
ლ. ადეიშვილის თვალის კლინიკის ყოფილი ექიმი თემო ჭოლაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"არასოდეს არავისთვის მითხოვია ჩემი პოსტის გაზიარება, მაგრამ... ხალხო, თუ თქვენთვის ოდნავ რამეს წარმოვადგენ, გთხოვთ გააზიაროთ ეს პოსტი! უმნიშვნელოვანესი მომენტია ახლა ჩემს ცხოვრებაში და როგორც არასდროს, ისე მჭირდება თქვენი მხარდაჭერა. ჩემმა ყოფილმა დამსაქმებელმა შეურაცხმყოფელი პოსტები არ იკმარა და უფრო შორს წავიდა. პიროვნების შეურაცხყოფა საჯაროდ, მთელი ქალაქის თვალწინ გადაწყვიტეს, ლაფში ამომსვარეს და თავზე გადამიარეს. შეურაცხყოფილი ვარ როგორც პიროვნება და როგორც პროფესიონალი . მინდა ამ კლინიკის ხელმძღვანელობას საჯაროდ მივმართო, სასწრაფოდ ჩამოხსნას შეურაცხმყოფელი პოსტერები!!! "- წერს თემო ჭოლაძე.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი