"რა მოხდება, თუ უკრაინა ახლა ზავის შესახებ გამოაცხადებს?" - მიხეილ სააკაშვილი
რა მოხდება, თუ უკრაინა ახლა ზავის შესახებ გამოაცხადებს? - პუტინი აუცილებლად შეიჭრება პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში, ხოლო საქართველოსა და მოლდოვას უბრალოდ გადაყლაპავს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ გამოცემა “უკრაინსკაი პრავდაში” გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.
“საქართველოში ვარდების რევოლუციისა და უკრაინაში ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ პუტინმა სასიკვდილო საფრთხე იგრძნო. იუშჩენკო მოწამლა და თავისი ჯარის მობილიზება მოახდინა…
რუსული სამხედრო მანქანის შემდეგი შემადგენელი ნაწილი მეხუთე კოლონაა - რომლებიც მედვედჩუკისა და ივანიშვილის, შორისა და პლახოტნიუკის მსგავს ადამიანებს მოიცავს. მათი მიზანია, რუსული და ადგილზე მოპარული ფულის გამოყენებით ძალაუფლება დაიკავონ. საქართველოში ივანიშვილის წყალობით მათ ეს გამოუვიდათ…
სწორედ ეს მეხუთე კოლონა ადანაშაულებდა საქართველოს 2008 წელს რუსეთის პროვოცირებაში და უკრაინას იმაში, რომ მან თავად გამოიწვია ყირიმი და მაიდანი 2014 წელს…
რა მოხდება, თუ უკრაინა ახლა ზავის შესახებ გამოაცხადებს? მოხდება ის, რომ ერთ-ორ წელიწადში ის [უკრაინა] აუცილებლად დაეცემა, და პუტინი აუცილებლად შეიჭრება პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში, ხოლო საქართველოსა და მოლდოვას ის უბრალოდ, ამის მსვლელობისას, გადაყლაპავს, პრაქტიკულად რამე მნიშვნელოვანი ძალდატანების გარეშე”, - წერს სააკაშვილი.
სიახლეები
- ქუთაისის სპორტის სასახლეში მოსწავლე მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიხსნა
- "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თურქეთში პუტინთან შეხვედრა შედგეს, ვინაიდან, მხოლოდ მასთან უნდა შევთანხმდე ცეცხლის შეწყვეტაზე, მხოლოდ ის წყვეტს ამას"
- "გამოუშვით ეს ადამიანები! ამ ნაბიჯის გადადგმა არ იქნება სისუსტის გამოვლინება"- გიორგი კვირიკაშვილი დაკავებულ მომიტინგეებზე
- "ფარცხალაძის რუსეთში ყოფნა ნიშნავს, რომ რუსეთში გადავიდა საქართველოს შესახებ ძალიან დიდი ინფორმაცია" - სალომე ზურაბიშვილი
- "თავდახრილები და დაჩოქილები კი არ ვეხვეწებით ვიღაცას რაღაცას, არამედ თამამად, შესაბამისი ტონით ვეუბნებით, რომ მართლები ვართ"