"არასდროს, არცერთ ეტაპზე, საქართველოს ისტორიის არცერთ მომენტში რუსეთს სიკეთე არ მოუტანია ჩვენი ქვეყნისთვის" - დავით ლიკლიკაძე
ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში აგვისტოს ომის 15 წლის თარიღთან დაკავშირებით, პოსტს აქვეყნებს:
"არასდროს, არცერთ ეტაპზე, საქართველოს ისტორიის არცერთ მომენტში რუსეთს სიკეთე არ მოუტანია ჩვენი ქვეყნისთვის. ყოველთვის იყო აგრესორი და არასაიმედო პარტნიორი. ამას ამბობდა ილია, აკაკი, ვაჟა, ყაზბეგი, ნიკო ნიკოლაძე, დიმიტრი ყიფიანი და სარეთოდ ვინც გახსენდებათ დიდი ქართველი.
21-ე საუკუნის რუსეთი კი როგორი სამარცხვინოა ამას უკვე საკუთარი თვალით ვხედავთ.
რუსეთი დადასტურებულად ებრძოდა ისტორიის მანძილზე ქართულ ეკლესიას, ქართველ მოაზროვნეებს, ქართულ ენას, ქართულ ტერიტორიებს.
დღეს აგვისტოს ომის 15 წლის გადმოსახედზე, ვერანაირად ვერ მოშუშდება იარა, ვიდრე არ მოხდება ჩვენი ქვეყნის სრული დეოკუპაცია და ეს აუცილებლად მოხდება!
ამასთან არ ვივიწყებთ და სამარადისო დიდებას ვუთვლით საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისთვის შეწირულ ყველა გულანთებულ მამულიშვილს,"- წერს დავით ლიკლიკაძე.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი