"კონკრეტული კითხვა მაქვს ხაბეიშვილთან, კეზერაშვილთან, მერაბიშვილთან, რას აკეთებთ და გეგმავთ მიშას გამოყვანის დაპირებით მოსულები?"
რას აკეთებთ და გეგმავთ მიშას გამოყვანისა და უწყვეტი აქციების დაპირებით მოსულები? ვოლიდან ვოლზე სურათს დაატარებთ და ვიშვიშებთ, ხვალ 50-კაციან აქციას ჩაატარებთ…მაქვს კონკრეტული კითხვა მიხეილ სააკაშვილის შტაბის ხელმძღვანელთან, პარტიის თავმჯდომარესთან, კეზერაშვილთან, მერაბიშვილთან – ახლა რას აკეთებთ, როდემდე აპირებთ ამ სიყალბის პოლიტიკურ პროცესად გაყიდვას?, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
„თუ ახლა არის რამის დრო, არის პირველ რიგში გულწრფელობის დრო, სიმართლის თქმისა და სიყალბის დასრულების დრო, ისე არ იქნება არც ერთობა და არც გამარჯვება.
ყველა ნორმალური ადამიანი დღეს შეშფოთებულია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობით. ფაქტია, პოლიტიკოსის ფუნქცია კი ამ შეშფოთების მიღმა ქმედების პროცესში ასახვაა, არა პროცესში პროცესისთვის, აქციაში აქციისთვის, არამედ შედეგისთვის.
ვამბობდი და ვამბობ, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ერთადერთი გზა ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაა და პასუხად ვისმენდი, რა დროს ეგაა, მიშაა სასწრაფოდ ციხიდან გამოსაყვანი, დღეები არ იცდის და საათებს აქვს მნიშვნელობაო.
შედეგად კი მივიღეთ მხოლოდ პროცესის გაწელვა, პარტიის გახლეჩა და დასუსტება, ფიზიკურად პარტიის წინახაზის მებრძოლებისგან დაცლა;
რას აკეთებთ და გეგმავთ მიშას გამოყვანისა და უწყვეტი აქციების დაპირებით მოსულები? ვოლიდან ვოლზე სურათს დაატარებთ და ვიშვიშებთ, ხვალ 50-კაციან აქციას ჩაატარებთ, (აქციისთვის და არა შედეგისთვის – რაც არასდროს გამიკეთებია).
ხვალ ზოგი წავა და საკუთარი სახლების მშენებლობას დახედავს, ზეგ სამარცხვინოდ პოპულისტური განცხადებით გამოვლენ საპენსიო ასაკის დაწევაზე.
ამასობაში საპარლამენტო სიას წერენ და თავის ადგილს ეძებენ ოცნების მომავალ პარლამენტში, ისევ ფორმალური „ოპოზიციონერობისთვის“. ამასობაში მოვა პარასკევი და გაიშლება პარტიის ლიდერშიფი კომედიურ ტვ შოუებში; აი ასეთი კომედიური ვითარება მივიღეთ.
მაქვს კონკრეტული კითხვა: მიხეილ სააკაშვილის შტაბის ხელმძღვანელთან, პარტიის თავმჯდომარესთან, კეზერაშვილთან, მერაბიშვილთან, იმ ჯგუფთან რომელიც საკითხის ურგენტულობიდან გამომდინარე ახალ წელს ღამეებს პრეზიდენტის სასახლესთან ატარებდა….
ახლა რას აკეთებთ, როდემდე აპირებთ ამ სიყალბის პოლიტიკურ პროცესად გაყიდვას?
ფორმალური რეპლიკები თქვენ რა გააკეთეთ – არ მიიღება, ბევრი რამ და მთავარი – ტყუილი არ მიკადრებია არც ხალხისთვის და პირველ რიგში, არც პატიმრისთვის“,- წერს მელია სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"