"ამაზე ნაძირლული სიტყვები, რაც გუშინდელ აქციაზე მწყობრი სახით ითქვა, არასდროს მსმენია"
პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში რესპუბლიკის მოედანზე გუშინ გამართულ აქციას ეხმაურება:
"მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირში ე.წ. პერესტროიკა დაიწყო და ადამიანებს სიტყვისთვის აღარ იჭერდნენ, მას შემდეგ რაც ეროვნული მოძრაობა დაიწყო და საჯარო სიტყვებმა მნიშვნელობა შეიძინეს, ყველა სიტყვა მახსოვს: კარგი, ცუდი, საშიში, სასაცილო, გონივრული, ბრიყვული, მცდარი, მართალი. ბევრი მათგანი ისტორიის ნაწილი გახდა და საარქივო მასალებიდან ამოწევენ ხოლმე სხვადასხვა შემთხვევისას თუ თარიღისას. მახსოვს ისეთებიც, რომლისთვისაც იმ მომენტისათვის ყურადღება არავის მიუქცევია, მაგრამ არასდროს ამომდის გონებიდან. მაგალითად, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, როდესაც ჩვენთან ნახევრად ნებადართული სამხედრო-პოლიტიკური შეიარაღებული ფორმირებები გაჩნდნენ, რუსთაველზე “იმელის” შენობის წინ, ახლა რომ სასტუმრო ბილტმორია, ერთი ასეთი დაჯგუფების წარმომადგენელმა მეორისას ესროლა თუ ჰაერში გაისროლა. ეს იყო პირველი გასროლა ქვეყანაში. ირაკლი ბათიაშვილის კომენტარი მოვისმინე ტელევიზიით-როცა ერთი გასროლა ხდება, ამას საუბედუროდ აუცილებლად მოჰყვება ბევრიო. სერიოზულად არავის აღუქვია მაშინ ეს სიტყვები.
მახსოვს, უნივერსიტეტის ეზოში ირაკლი წერეთელი შემოვიდა ამალითურთ და გამოაცხადა, საქართველო ნატოს წევრი უნდა გახდესო. იმდენად არასერიოზული და არაადეკვატური იყოს ეს სიტყვები იმ მომენტისათვის, რომ ხალხი იცინოდა. ირაკლის თავისი ექსცენტრულობის გამო, ცოტათი ისედაც დასცინოდნენ მაშინ. იმ სიტყვებიდან ათი წელიც კი არ იყო გასული და უკვე ქვეყნის პრეზიდენტი, შევარდნაძე ამბობდა იმავეს-ნატოს კარებზე უნდა დავაკაკუნოთო.
მოკლედ რა არ მახსოვს და რა მიტინგები არ მახსოვს, მაგრამ ამაზე ნაძირლული სიტყვები, რაც გუშინდელ აქციაზე მწყობრი სახით ითქვა, არასდროს მსმენია,"- წერს რომან გოცირიძე.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი