"პარლამენტის მთავარი ძალა რუტინაშია, ყოველდღიურ მუშაობაში, რომელიც ვერ ისწავლა და ვერ გამოიყენა ვერცერთმა ოპოზიციამ"
პარლამენტის ბოიკოტი არის უაზრო. პარლამენტში ყოფნა რომ სჯობია არყოფნას, ეს კიდევ ერთხელ აჩვენა გუშინდელმა დღემ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში რომან გოცირიძე წერს.
მისი თქმით, კიდევ ერთხელო იმიტომ, რომ პარლამენტის ბოიკოტის პირობებში ვერც გავრილოვის გაძევება მოხდებოდა იქიდან.
"ამავე დროს, პარლამენტის ეფექტი არ არის მხოლოდ ხმაურიანი დღეები და სამშაბათობით პოლიტიკური განცხადებებით გამოსვლა. პარლამენტის მთავარი ძალა რუტინაშია, ყოველდღიურ მუშაობაში, რომელიც ვერ ისწავლა და ვერ გამოიყენა ვერცერთმა ოპოზიციამ.
გარეთ პროტესტი მაშინ ღვივდება, როცა შიგნით ცხელა. ეს დაადასტურა ქართული პოლიტიკური ცხოვრების ოცდაათწლიანმა ისტორიამ,"- წერს რომან გოცირიძე.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"