"ვერაფერი, რაც არ უნდა გაიხსენოთ სააკშვილის მმართველობის დროიდან ვერ აქარწყლებს და ვერ შველის ამ უბედურებას"
არაფერი რაც ხდება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არ არის პოლიტიკური. დღევანდელი რეალობა სრულიად დაცლილია ყველაფრისგან რასაც ჩაუვლია პოლიტიკის, მართლმსაჯულების, დანაშაულის, კანონის გვერდით, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი წერს.
მისი თქმით, ვერაფერი, რაც არ უნდა გავიხსენოთ მისი მმართველობის დროიდან ვერ აქარწყლებს და ვერ შველის ამ უბედურებას.
"გაიგეთ, რომ ვერაფერი, აბსოლუტურად ვერაფერი, რაც არ უნდა გაიხსენოთ მისი მმართველობის დროიდან ვერ აქარწყლებს, ვერ ხსნის, ვერ შველის ამ უბედურებას:
- რაშიც მიხეილ სააკაშვილს ამყოფებთ, და
- რასაც ამ საჯაროდ დემონსტრირებული სისასტიკისა და სიმხეცის ჩვენებით უკეთებთ დანარჩენ საზოგადოებას.
ყველაფერი, რასაც დღეს გვაყურებინებთ და განგვაცდევინებთ, მათ შორის ის უდიდესი უძლურების დროებითი განცდა, რომელიც საზოგადოებას აქვს - უყურებს სისასტიკისა და დაცინვის უპრეცედენტო მაგალითებს და ვერაფერს აკეთებს ამის შესაჩერებლად - აუცილებლად ბუმერანგივით დაგიბრუნდებათ და თქვენ კი არ მებრალებით ახლა, ეს ქვეყანა, ხალხი, ამის შემხედველი ახალგაზრდები მენანებიან, ამ ტრავმით რომ იზრდებიან, ამ ტრაგედიის მონაწილეები რომ ხდებიან და ამ ბოროტების წრის გარღვევის შანსიც რომ არ ჩანს.
ხოლო ის ბუმერანგი ხელში ზუსტად იმათ ეჭირებათ, დღეს ამ ბოროტების წახალისებას, ტაშის კვრას და ფეისბუქ ბანერების დამზადება-გავრცელებას რომ ავალებთ,"- წერს თინა ხიდაშელი.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"